და იქცა
ერთ დროს
სხეული ჩემი
კუნაპეტ ციხედ.
დაატყვევა და
ჩაიჭირა
მსუბუქი სული.
ჩემს ყოველ უჯრედს,
როგორც გისოსს
ისე ვუყურებ -
სულგანაბული
კარს ვეძებ დღემდე, -
ვერ მიპოვია.
ვაწყდები კედელს,
ერთი ღრმულიც
ვერ მიპოვია,
მთელს ამ გოდოლში
ერთი ღრიჭოც
ვერ მიპოვია,
ვერ მიპოვია...
ჩემი სხეულიც გოდოლია,
ხორცის გოდოლი,
რომელსაც მალე ჩამოანგრევს
ჲაჰვეს რისხვა.
ზეციდან ისმის
დაფდაფის ხმა,
ელავს მგლისფერად -
შემი გულია ეგ კარიბჭე,
სხვაგან რად ეძებ?
თბილისი, 2008