კომპლექსი ანუ კომპიუტერული ლექსი

უკომპლექსობის კომპლექსმა

კომპლექსურად

წალეკა

თაობა.

და დაამკვიდრა

დეგრადირებულთა კომპლექტი.


ბიჭებს მოსწყინდათ

ზნეობასთან ფარიკაობა

და მსუბუქმა თავებმა

ტრადიციულ ქართულ სუფრაზე

მოისროლეს არატრადიციული ფრაზე

ბი:

გააყუჩეს პურისუფალი

და იგრძნეს თავი თავის უფლებად.


კომპლექტში სამი კაცია -

სულ გადარიეს ნაცია.

პირველი ტიპი ანცია.

მეორე - ცოტა მკაცრია.

მესამე - ეჩოკაცია.


ერთურთს უხმობენ რაციით.

ერთნაირ პრონანსაციით -

ცახცახით და ვიბრაციით


ზედმეტად თვლიან ლექსებს და

ინსტიქტური რეფლექსებით

ცუნცულით აფიქსირებენ

უკომპლექსობის კომპლექსებს.